Belive

ლაშა სილაგავა: "შუქურას და დინამოს მატჩში მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ქობულეთის “შუქურამ” “დინამო თბილისი” ისტორიაში პირველად დაამარცხა (1:0) და ასპარეზობას გამოთიშა. აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ეპიზოდი 74-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა აჭარული კლუბის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ბურთთან ტრადიციულად გუნდის კაპიტანი, გიორგი ჩელებაძე მივიდა, რომელმაც მართალია 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და გოლის გატანა შეძლო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს წესების დარღვევით გააკეთა. საქმე ისაა, რომ ქობულეთელთა მეათე ნომერმა დარტყმის წინ პაუზა აიღო, რაც თამაშის წესებით დაშვებული არ არის. ზემოთხსენებული ეპიზოდის შეფასება ვეტერან მსაჯს ლაშა სილაგავას ვთხოვეთ, რომელმაც Live.ge-სთან საუბრისას განმარტა, რომ ასეთ ეპიზოდში მსაჯი ვალდებულია ფეხბურთელი გააფრთხილოს და ყვითელი ბარათი უჩვენოს. https://www.live.ge/fexburti/giorgi-chelebadzes-msajma-utsnaurad-shesrulebuli-penaltith-gatanili-goli-gauuqma-video/
"რაც შეეხება "შუქურასა" და "დინამო თბილისს" შორის გამართული შეხვედრის პენალტის ეპიზოდს, აქ მსაჯის გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგანაც გიორგი ჩელებაძემ ცრუ მოძრაობა გააკეთა გამორბენის დასრულების შემდეგ, ანუ როდესაც ბურთთან დადგა ფეხი და დარტყმამდე პაუზა გააკეთა. ასეთ დროს მსაჯი ვალდებულია დანიშნოს თავისუფალი დარტყმა და გააფრთხილოს მოთამაშე ყვითელი ბარათით. ეს არც ისე ახალი წესია. მნიშვნელობა არ აქვს ბურთი გავა კარში თუ არა", - თქვა ლაშა სილაგავამ ჩვენთან საუბრისას.
https://www.live.ge/erovnuli-liga/giorgi-chelebadze-matchis-shemdeg-msajma-akhali-tsesi-amikhsna-masthan-pretenzia-ar-maqvs/

სხვა სტატიები