ლას პალმასმა ხესუს დე მიგელის ხსოვნის პატივსაცემად უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო
ესპანური „ლას პალმასი“ ერთ-ერთი პირველი კლუბია, რომელიც ხესუს დე მიგელის ხსოვნას პატივს მიაგებს. კანარიელებმა ტრაგედიის პირველივე წუთებიდანვე გამოხატეს თანადგომა და ამ მხარდაჭერას მომდევნო კვირებშიც გააგრძელებენ. ამის დასტურია კლუბის ბოლო ინიციატივაც, რომელიც „ელდენსესთან“ მოახლოებულ მატჩს უკავშირდება.
კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ კვირას, საკუთარ მოედანზე, მესამე ფორმით ითამაშებს. ეს სამოსი „ლას პალმასის“ პრინციპული მეტოქის, „ტენერიფეს“ ფერებს მოგვაგონებს - გუნდი მთლიანად თეთრი ფორმით გამოვა, რომლის მაისურსაც მკერდზე ლურჯი ზოლი გასდევს. დიზაინი ძალიან ჰგავს იმ ფორმას, რომლითაც მეზობელი კლუბი მოედანზე არაერთხელ გამოსულა.
Este domingo, va por ti, Jesús 🙏🏽#LasPalmasEldense #SienteLaUnión #LaUniónHaceLasPalmas pic.twitter.com/BlVJSTvV2c
— UD Las Palmas (@UDLP_Oficial) November 4, 2026
„ლას პალმასის“ ამ გადაწყვეტილებას არც მარკეტინგული გათვლა უდევს საფუძვლად და არც შემთხვევითობაა, ეს სამშაბათს გარდაცვლილი ფეხბურთელის, ხესუს დე მიგელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჟესტია. კლუბმა სპორტული სულისკვეთება და მეზობლისადმი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ინიციატივას კი მოკლედ წააწერა: „ამ კვირას ჩვენი ფერები ასეთია“.