"ეს ტრაგედია შეიძლება მეც დამმართნოდა" - რაფინია
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ასტონ ვილას დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა. კატალონიური გრანდის გამარჯვებაში ლომის წილი ლამინ იამალმა და რაფინიამ დაიდეს - ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, რაფინია ჟურნალისტებს ესაუბრა და ხესუს დე მიგელის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა.
სადაც არ უნდა იყოს ახლა, იმედი მაქვს, რომ სწორ გზას იპოვის. მინდა მის ოჯახს გამძლეობა და ძალა ვუსურვო… დღეს კი ფეხბურთზე საუბარი არ მინდა.
როდესაც ეს ამბავი გავიგე, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი… საბოლოოდ, ისიც ჩემი კოლეგა ფეხბურთელი იყო. ეს შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დამართოდა. ეს შეიძლება მეც დამმართნოდა… ის ჩემი თანატოლი ფეხბურთელი იყო. ალბათ სწორედ ამიტომ იმოქმედა ამ ამბავმა ჩემზე ასე ძლიერად. - რაფინია.
Raphinha on Jesús de Miguel:
— ESPN FC (@ESPNFC) November 3, 2026
“Wherever he is, I hope he finds his way. I want to send his family strength … and today, not talk about football.”
“After I saw the news, I didn’t feel good. … In the end, he was a fellow football player. This could have happened to any of us. It… pic.twitter.com/kwwsuX2dsd
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩი ტენერიფესა და ანდორას შორის ნაადრევად შეწყდა მას შემდეგ, რაც მასპინძელთა თავდამსხმელი, ხესუს დე მიგელი, სტუმართა მეკარესთან, ხესუს ოვონოსთან მძიმე შეჯახების შედეგად მოედანზე უგონოდ დაეცა.
საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, ფეხბურთელს გული გაუჩერდა, ამის შემდეგ ექიმებმა შეძლეს მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, თუმცა იგი, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში რჩებოდა - სამწუხაროდ, მეორე დღეს ფეხბურთელი გარდაიცვალა.