ლამინე იამალმა ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას ესპანელმა ფეხბურთელმა, ლამინე იამალმა კატალონიური გუნდის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. ბარსელონამ იამალის ინტერვიუ საკუთარ იუთუბ არხზე გამოაქვეყნა.
18 წლის შემტევმა ტაქტიკური წყობა 3-4-3 შეარჩია, სრულად გუნდი კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ვიქტორ ვალდესი
მცველები: კარლეს პუიოლი, ჟერარ პიკე, ხავიერ მასკერანო
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, ხავი, რონალდინიო
შემტევები: ლეო მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი