Belive

ლამინე იამალი: "მონჟუიკი დასაწყისი იყო, კამპ ნოუ იქნება ადგილი, სადაც ისტორია დაიწერება"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

'კამპ ნოუს' სტადიონის რეკონსტრუქცია კვლავ მიმდინარეობს, თუმცა, უკვე დადასტურებულია, რომ პირველი გუნდი საბოლოოდ შეძლებს საშინაო თამაშების ჩატარებას.

'კამპ ნოუზე' პირველი თამაში 22 ნოემბერს გაიმართება, სადაც ბარსელონა ბილბაოს დაუპირისპირდება.

საშინაო სტადიონზე დაბრუნების შემდეგ, ლამინე იამალმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"მონჟუიკი მხოლოდ დასაწყისი იყო. კამპ ნოუ იქნება ადგილი, სადაც ისტორია დაიწერება.

მართალია სულ ერთი თამაში მაქვს ნათამაშები კამპ ნოუზე, თუმცა სრულად არ შემიგრძნია ამ სტადიონის ფუფუნება და სიდიადე. დარწმუნებული ვარ, რომ აქ დაბრუნებით, ჩვენ უფრო გავძლიერდებით. მოუთმენლად ველი 22 ნოემბერს..." - ლამინე იამალი

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული სტადიონი, ბარსელონას 'კამპ ნოუ', 895 დღის შემდეგ, გულშემატკივრებისთვის ხელახლა გაიხსნა, თუმცა 1.3 მილიარდის ღირებულების რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

სანაკრებო პაუზამდე ბარსელონამ, ნოუ კამზე პირველი ღია ვარჯიში გამართა და 23 000 გულშემატკივარი მიიწვია. ფანებს საშუალება მიეცათ, წინასწარ ენახათ, თუ როგორი გამოდის ევროპაში ყველაზე დიდი სტადიონის განახლების პროცესი.

პროექტი რამდენჯერმე შეფერხდა, მაგალითისთვის, კლუბის ოფიციალური დაბრუნება 2024 წელს იყო დაგეგმილი, მას შემდეგ კიდევ ორი თარიღი ჩაინიშნა, თუმცა პირობა ამ შემთხვევაშიც არ შესრულდა. ესპანურ გიგანტს საკუთარ სტადიონზე 2023 წლიდან არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია და ახლომდებარე ოლიმპიურ სტადიონზე თამაშობდა (მონჟუიკი). ამჟამად ბარსას მხოლოდ 25 991 ადამიანის ტევადობის ლიცენზია აქვს, რომელიც ოქტომბერში გაიცა, მაგრამ განაცხადეს, რომ ოფიციალურ დაბრუნებამდე მეტ გულშემატკივარს მიიღებენ.

სხვა სტატიები