სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმე დარტყმა მიადგა. ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა მექსიკასთან მატჩში (0:2) მიღებული წითელი ბარათის გამო, გუნდის ვეტერანი ნახევარმცველი- თემბა ზვანე, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ შეხვედრის 84-ე წუთზე, მოედანზე შეცვლიდან სულ რაღაც 23 წუთის შესული ზვანე, მექსიკელ რობერტო ალვარადოსთან ეპიზოდში უხეშობისთვის (სახეში ხელის ჩარტყმის გამო) პირდაპირ გააძევეს. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული წითელი ბარათი 1-მატჩიან უქმობას ითვალისწინებს, ფიფამ მომენტი „არასპორტულ თამაშად“ შეაფასა და სასჯელი გაამკაცრა.
🚨 OFFICIEL ! Themba Zwane 🇿🇦 est suspendu TROIS MATCHES après son carton rouge reçu contre le Mexique ! ❌ pic.twitter.com/juxnS9wQbH
— Actu Foot (@ActuFoot_) June 17, 2026
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 36 წლის შემტევი ნახევარმცველი მთლიანად გამოტოვებს ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს ჩეხეთისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, სამხრეთ აფრიკის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში, ის ვერც 1/16 ფინალში ითამაშებს.
ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ სამხრეთ აფრიკის პლეი-ოფში გასვლის შანსები მინიმალურზე მინიმალურია, შესაბამისად, 36 წლის ფეხბურთელს 2026 წლის მუნდიალზე თამაში მხოლოდ 23 წუთი მოუწია, რადგან იგი მეორე ტაიმში ცვლილებაზე მე-60 წუთზე შემოიყვანეს, ხოლო 83-ე წუთზე გააძევეს.
ჰუგო ბროსის გუნდისთვის, რომელმაც მექსიკასთან მატჩი 9 კაცით დაასრულა, ეს უდიდესი დანაკარგია. სამხრეთ აფრიკას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს და აფრიკელები ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.