Belive

La Repubblica: "გვარდიოლა დონარუმას პირადად ესაუბრა"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენის იტალიელი კიპერი, ჯიჯი დონარუმა პარიზული გრანდის დატოვებასთანაა ახლოს. კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, იტალიელს კლუბის დატოვებისკენ მიუთითეს, მაგრამ პარიზულ გრანდს მეკარის იაფად გაყიდვა არ სურს.

ბრიტანულ და იტალიურ მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონარუმას შეძენით მანჩესტერ სიტი აქტიურად ინტერესდება. La Repubblica-ს მტკიცებით, პეპ გვარდიოლამ დონარუმას პირადად დაურეკა და მათ შორის კონსტრუქციული დიალოგი შედგა.

მანჩესტერ სიტიში შესაძლო ტრანსფერის ერთადერთ ხელისშემშლელ ფაქტორად, დონარუმას ღირებულება სახელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქელებს მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდა სურთ, მაგრამ პარი სენ-ჟერმენი მხოლოდ 50 მილიონიან წინადადებას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ჯიჯი დონარუმა პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2021 წლიდან იცავს. კლუბთან ერთად დონარუმა საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ნანატრ ტიტულსაც დაეუფლა.

სხვა სტატიები