დემბელე და მარკინიოსი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის გუნდში დაბრუნდნენ
უსმან დემბელე და მარკინიოსი პსჟ-ს განაცხადში ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L' Equipe ავრცელებს. პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მატჩს, ხვალ, 21 ოქტომბერს ლევერკუზენის წინააღმდეგ ჩაატარებს და სწორედ ამ შეხვედრაში დაბრუნდებიან დემბელე და მარკინიოსი. მნიშვნელოვანი შევსების მიუხედავად, მათ დანაკლისიც აქვთ, ჟოაუ ნევეში და ფაბიან რუისი ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან.
უსმან დემბელემ სანაკრებო მატჩში, 5 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია, ხოლო მარკინიოსი 22 სექტემბერს მარსელთან დაზიანდა და დიდი ალბათობით მოედანს ხვალ დაუბრუნდება.
პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგაზე 2 ტურის შემდეგ ორივე მოგება აქვს და ცხრილში მე-3 ადგილზეა.
Indisponible depuis le 5 septembre, Ousmane Dembélé fait partie du groupe du PSG pour le déplacement à Leverkusen mardi (21 heures) en Ligue des champions. Autre retour : celui de Marquinhos. Fabian Ruiz et Joao Neves sont absents. https://t.co/QzFb0p0Yt3 pic.twitter.com/U64AWYJ1xi
— L'Équipe (@lequipe) October 20, 2025