Belive

ლა ლიგას, მბაპეს გამო, ბოდიშის მოხდა მოუწია

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კილიან მბაპეს შორის უთანხმოებას გაგრძელება მოჰყვა. ლა ლიგამ, ჩინეთს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში.

ლა ლიგა მწუხარებას გამოთქვამს კილიან მბაპეს ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, რომლებმაც ჩინელი გულშემატკივრების გრძნობები შელახა. აღნიშნული კომენტარები ფეხბურთელის პირადი ინიციატივაა და არ გამოხატავს ლა ლიგის ოფიციალურ პოზიციას. ჩვენი ინსტიტუციური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოდიშს ვიხდით ლიგისა და მისი ყველა კლუბის სახელით.

შეუთანხმებლობის მოსაგვარებლად, ჩინეთში მყოფ ჩვენს პარტნიორებსა და ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. ამასთანავე, კლუბებსა და ფეხბურთელებთან თანამშრომლობით, შევიმუშავებთ ცნობიერების ამაღლებისა და კომუნიკაციის სპეციალურ პროტოკოლს, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას და მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილებას. - ვკითხულობთ ლა ლიგის ოფიციალურ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის მიზეზი ვიდეომასალაა, რომელშიც რეალ მადრიდის თავდამსხმელი ინტერნეტში გავრცელებულ იმ მიმებს განიხილავს, რომელთა მთავარი გმირიც თავადაა. ის აღნიშნავს, რომ ყველაზე სასაცილო ფოტომონტაჟი, რომელიც აქამდე უნახავს, არის მისი სახე დასმული იმ ადამიანის სურათზე, რომელსაც თავად „ჩინელ დიქტატორად“ მიიჩნევს. ჩინელებს მაო ძედუნის 'დიქტატორად' ხსენება არ მოეწონათ.

მბაპეს ინტერვიუ დაგმეს ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა და სამმა კომპანიამ, ფრანგ ფეხბურთელს, კონტრაქტი გაუწყვიტა.

სხვა სტატიები