,,კვარაცხელიაზე პენალტი იყო'' - ყოფილი მსაჯი
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყოფილმა მსაჯმა, საიდ ენჟიმიმ, L'Equipe-თან ინტერვიუში, ,,არსენალისა'' და ,,პსჟ-ს'' მატჩში მომხდარი საკამათო ეპიზოდი შეაფასა.
შეხვედრის მე-16 წუთზე იურიენ ტიმბერმა ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში წააქცია, თუმცა არბიტრმა, სლავკო ვინჩიჩმა, თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა:
,,პენალტი იყო... ტიმბერმა კვარა ხელით დაიჭირა, მან ცოტათი გადაამეტა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი დაიმსახურა.
გარდა ამისა, გაუგებარია, რომ ტიმბერმა კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეში ჯარიმისთვის ყვითელი ბარათი არ მიიღო.'' - საიდ ენჟიმი
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალი'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ ოთხშაბათს, 7 მაისს, პარიზში გაიმართება.
ტიმბერისა და კვარას ეპიზოდი: