Belive

"კვარაცხელიას ნაცვლად ძერბინის შეყვანა, ჩემთვის აუხსნელია" - გარსია კვლავ გააკრიტიკეს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის, 2023/24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, "ბრაგასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგება. 

ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი პრინციპული მატჩის წინ, "ნაპოლი" და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი - რუდი გარსია, კრიტიკის ქარცეცხლში არიან გახვეული. ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელმაც გარსია გააკრიტიკა, "პარტენოპეის" ყოფილი ვარსკვლავი და მწვრთნელი ვინჩენცო მონტეფუსკოა. 

არ ვიცი რას უნდა ველოდოთ "ნაპოლისგან". გარსიას მეთაურობით "ნაპოლის" თამაშის ახსნა, ჩემთვის ჯერჯერობით რთულია. არ მესმის იმ იდეის, რომლის დანერგვასაც ახალი მთავარი მწვრთნელი ცდილობს. "ჯენოასთან" მატჩის ბოლო წუთებზე, კვარაცხელიას მოედნიდან გაყვანა და მის ნაცვლად, ძერბინიც ჩართვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა კარგად ივარჯიშა, სრულიად გაუგებარია. - რა გამოდის? ქართველი კარგად არ ვარჯიშობს? "ნაპოლიში" არსებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ გუნდის პრეზიდენტს შეუძლია და აურელიო დე ლაურენტისმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები. - ვინჩენცო მონტეფუსკო.

შეგახსენებთ, "ბრაგასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 20 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები