Belive

"კვარაცხელიას რამდენიმე რჩევა მივეცი, მაგრამ მეტი დრო გვჭირდება განსახილველად" - ვალტერ მაცარი

3 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

ვალტერ მაცარიმ დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი გამართა, ნაპოლიმ ატალანტა ბერგამოში 1:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

სპორტულ გამოცემა Dazn-თან ინტერვიუში მაცარიმ ყველა მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა

მატჩის შეჯამება

ამ სტადიონზე გამარჯვება, ამ გუნდთან, ადვილი არ იყო და არც არავისთვის იქნება. პირველი ტაიმი თითქმის იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ინტენსივობა დავკარგეთ და ატალანტამ, ბუნებრივია თამაშში ცვლილების შეტანა შეძლო და გოლი გაგვიტანა. მეორე ტაიმში ბევრად უკეთესის მოლოდინი მქონდა.

გუნდის შარშანდელ წარმატებაზე და ჩავარდნაზე

ის, რაც ჩემს პირველ პრესკონფერენციაზე ვთქვი, მართალი იყო, ეს არის გუნდი, რომელიც დომინირებდა გასულ სეზონში, ითამაშა ევროპის საუკეთესო ფეხბურთი, ფეხბურთელებით, რომლებიც არ იყვნენ მიჩვეული ამ პოზიციაზე ყოფნას. ცხადია, ამის შემდეგ ვარდნა იქნებოდა.

ტაქტიკის ცვლილებები, რომელსაც მაცარი გეგმავს

ჯერ-ჯერობით ბევრი არვიცი ამ გუნდის ტაქტიკის შესახებ და ფეხბურთელებმა სწორად და ზუსტად გაითვალისწინეს ის მითითებები რაც მე ვუთხარი. ჩვენ ვმუშაობდით დაცვაზე, რადგან ბოლო თამაშებში დავინახე, რომ დაცვა ძალიან მძიმედ იყო განლაგებული. ჩვენ საერთოდ სხვა სტილზე უნდა გადავიდეთ, მჭიდრო და კომპაქტურ დაცვაზე და დღეს ეს დავინახე, რასაც გულწრფელად გეუბნებით არ ველოდი, რომ ამ კონცეფციებს პრაქტიკაში ასე სწრაფად ავამოქმედებდით, ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ როგორიც ატალანტაა.

ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებაზე

არ მჭირდებოდა ნაპოლის მწვრთნელად ყოფნა იმის გასაგებად რომ ოსიმენი შესანიშნავი თავდამსხმელია. მე ვუყურებდი მის თამაშს. საბედნიეროდ ის დაბრუნდა და იმედი მაქვს რაც შეიძლება მალე დაიბრუნებს ფორმას.

კვარაცხელიას რამდენიმე რჩევა ვალტერ მაცარისგან

მე კვარაცხელიას ვუთხარი, რომ არ უნდა იყოს პროგნოზირებადი სხვა ფეხბურთელებისთვის, რადგან ფლანგიდან ცენტრისკენ შესვლა შესაძლოა ბევრისთვის უკვე მოულოდნელი აღარ იყოს. თუ ის დარჩებოდა ფლანგზე მასზე ორმაგი დაცვა გადავიდოდა. ჩვენ არ გვქონდა დიდი დრო განსახილველად, ასე რომ, იმედია, მეტი დრო გვექნება რამდენიმე სხვა კონცეფციაზე სასაუბროდ.

ცუდი ამბავი იყო მაცარისთვის მატიას ოლივერას ტრავმა, რადგან მარიო რუიც ჯერ-ჯერობით გუნდს ვერ ეხმარება და 1 თვე ალბათ კიდევ არ იქნება

მათ მითხრეს, რომ რეაბილიტაციის პროცესი ადვილი არ იქნება. მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ ტესტების პასუხებს.

სხვა სტატიები