Belive

კვარაცხელია სერია A-ს სეზონის გუნდის ნომინანტებს შორის დასახელდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად, 45 ფეხბურთელი იბრძვის. სერია A-მ 45 ნომინანტი დაასახელა, რომელთაგანაც ფანებმა საუკეთესო 11 უნდა დაასახელონ.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ნომინანტთა შორის "ნაპოლის" ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვარაცხელია არა მხოლოდ სიმბოლურ გუნდში მოსახვედრად, არამედ სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაშიც შეიძლება ჩაერთოს.

დასახელებულ ფეხბურთელებს შორის, "ნაპოლის" 7 ვარსკვლავი მოხვდა: ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ-ჯაე, სტანისლავ ლობოტკა, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზეა შეაძლებელი.

იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო გუნდის 45 ნომინანტი

მეკარეები: რუი პატრისიო, ვიკარიო, შესნი, პროვედელი, მერეტი

მცველები: კარლოს აუგუსტო, სმოლინგი, სკალვინი, პოში, დიმარკო, რომანიოლი, კიმ მინ-ჯაე, დი ლორენცო, შურსი, უდოჯი, ბაშიროტო, ბრემერი, ერნანდესი.

ნახევარმცველები: ტონალი, ამრაბატი, ორსოლინინი, ბალდანცი, ბარელა, რაბიო, ფაჯიოლი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლობოტკა, ზამბო ანგისა, ფრატეზი, ჩალჰანოღლუ, კრისტანტე, პერეირა

თავდამსხმელები: ლეაო, ნზოლა, დიბალა, ჰოილუნდი, ლოკმანი, მარტინესი, დი მარია, ძაკანი, კვარაცხელია, ოსიმენი, სტრეფეზა, დია, ლორიენტე.

სხვა სტატიები