კვარაცხელია: ,,რა თქმა უნდა, წაგებამ გაგვაკვირვა''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ბოტაფოგოსთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ჩვენ ყველა თამაშის მოგებას ვცდილობთ. ვიცით, რომ უნდა მოგვეგო, მაგრამ ზოგჯერ ფეხბურთი იმას არ გაძლევს, რასაც იმსახურებ. ვფიქრობ, დღეს მეტოქე უფრო ენერგიული და კონცენტრირებული იყო, ამიტომ გამარჯვება დაიმსახურეს. რა თქმა უნდა, წაგებამ გაგვაკვირვა, მაგრამ საკუთარ თავსა და განიავებულ მომენტებზე უნდა ვიფიქროთ.
რთული მატჩი გამოვიდა. ბოტაფოგო დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა. გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა, თუმცა ახლა მომავალ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.
მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა გუნდი კარგია და ყველას პატივს ვცემთ. ვეცადეთ, ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა ყურადღება შემდეგ მატჩზე უნდა გავამახვილოთ.'' - ხვიჩა კვარაცხელია
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მე-2 ტურში პარი სენ ჟერმენი ბრაზილიურ ბოტაფოგოსთან 0:1 დამარცხდა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე სიეტლ საუნდერსი იქნება. შეხვედრა ორშაბათს, 23 ივნისს გაიმართება.
'Muito bons na defesa, tiveram foco e energia'
— ESPN Brasil (@ESPNBrasil) June 20, 2025
Kvaratskhelia vê PSG abaixo e vitória merecida do Botafogo no Mundial#FIFACWC #ESPNnoMundial #FutebolNaESPN https://t.co/f7odHAQ83q