Belive

"კვარაცხელია გასული წლის სათამაშო ფორმას დაუბრუნდა" - მაურო მელუსო

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლისა" და "რეალის" შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. კარლო ანჩელოტის გუნდმა მასპინძლები 2:3 დაამარცხა და მორიგი სამი ქულაც მიითვალა.

მარცხის შემდეგ. ჟურნალისტებთან "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ ისაუბრა. მისი კომენტარიდან ჩანს, რომ ის ხვიჩას თამაშით კმაყოფილია. 

კვარაცხელია გასული წლის სათამაშო ფორმას დაუბრუნდა. იგივეს თქმა შეიძლება ანგისაზე, ლობოტკასა და ჟელენსკიზე.
მჯერა, რომ ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. სწორი იქნება თუ გარსიას დროს მივცემთ. - განაცხადა მაურო მელუსომ

"ნაპოლის" ამ მარცხის შემდეგ სამი ქულა აქვს და C ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს. შემდეგი შეხვედრა გარსიას გუნდს ევროპის ყველაზე ელიტურ საკლუბო ტურნირზე 24 ოქტომბერს, "უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ ელის. 

სხვა სტატიები