გრილიშის დაბრუნება - ჯეკი პრემიერ ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელია!
30 წლის ჯეკ გრილიში, რომელიც გასულ სეზონში მანჩესტერ სიტის განაცხადში ვეღარ ხვდებოდა, პრემიერ ლიგის 2025/2026 წლების სეზონის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ევერტონში გადასვლის შემდეგ, ჯეკ გრილიშს ახალი სუნთქვა გაეხსნა და საწყის 3 ტურში უკვე 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო - მან ბრაიტონისა და ვულვზის წინააღმდეგ 2-2 საგოლე გადაცემა შეასრულა და კლუბის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა, რითაც პრემიერ ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება სრულიად დამსახურებულად მიიღო.
Making an instant impact 💙
— Premier League (@premierleague) September 12, 2025
Jack Grealish is August’s @EASPORTSFC Player of the Month 🙌 pic.twitter.com/jJQRxz5WJJ
შეგახსენებთ, რომ ჯეკ გრილიში ევერტონამდე მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, სადაც 4 წლის მანძილზე 157 თამაშში 17 გოლის გატანა და 23 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
ევერტონი შემდეგ მატჩს სახლში, ასტონ ვილას წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 13 სექტემბერს გაიმართება.