Belive

კვარაცხელია: ,,ძალიან კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელები კარიერას უკეთეს გუნდებში აგრძელებენ''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ესპანეთთან და ნორვეგიასთან გასამართ მატჩებზე ისაუბრა. კვარა, ასევე, ქართველი ფეხბურთელების ევროპულ გუნდებში გადასვლას გამოეხმაურა:

,,მნიშვნელოვანი თამაში გველის. ესპანეთის სახით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით. ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და ვემზადებით ორივე მატჩისთვის. როგორც ესპანეთი, ისე ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდები არიან.



ვპირდებით გულშემატკივარს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ. მათ მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან თითოეულ თამაშზე ავსებენ სტადიონს. 

 

ძალიან კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას. ეს ძალიან გვაკლდა. როდესაც ძლიერ გუნდში თამაშობ, სადაც მაღალი ტემპია, ეს ნაკრებზეც აისახება და ეხმარება ეროვნულ გუნდს.'' - განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს - ჩვენი გუნდი 8-ში ესპანეთს უმასპინძლებს, 12-ში კი ნორვეგიას ესტუმრება.

სხვა სტატიები