Belive

რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ტორინოსთან მატჩში?

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში "ტორინომ" "ნაპოლი" მიიღო და 3:0 მოუგო. მატჩი სრულად ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც ისეთივე ცუდი თამაში ჰქონდა, როგორც მთლიანად გუნდს. sofascore-ის შეფასებით ხვიჩამ 6.7 ქულა დაიმსახურა, მატჩის ანტიგმირი დებიუტანტი მასოკი გახდა, რომელმაც მოედანზე შემოსვლიდან 4 წუთში წითელი ბარათი მიიღო და 3.2 ქულა დაიმსახურა. ნეაპოლელთა რიგებში ყველაზე მაღალი (7.1 ქულა) ჯანლუკა გაეტანომ მიიღო, ის მოედანზე 77-ე წუთზე შემოვიდა.

მთლიანად გუნდმა 6.36-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ნაპოლიმ უკანასკნელი 4 შეხვედრა ისე დაასრულა, რომ გოლი არ გაუტანია. აქედან სამში დამარცხდა და ერთი ფრედ ითამაშა. ნაპოლი 28 ქულით სერია A-ს მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები