Belive

კვარაცხელია და მამარდაშვილი საუკეთესო ახალგაზრდებს შორის დასახელდნენ

10 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა. კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში ასპარეზობს - ლეო მესი და ქარიმ ბენზემა კი შესაძლოა უახლოეს მომავალში პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს შეუერთდნენ.

თაობა, რომელიც უამრავი ახალგაზრდისთვის ინსპირაციის წყარო გახდა თანდათან ქრება - ვინ არიან ამომავალი ვარსკვლავები, რომელთაც მათი ადგილის დაკავება შეუძლიათ?

ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში უამრავმა ახალგაზრდა მოთამაშემ გაიბრწყინა. ზოგიერთმა მათგანმა გულშემატკივრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ვინ არის 2022/23 წლების სეზონის ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე?

Yahoo Sport-მა ევროპის ტოპ 5 ლიგაში მოასპარეზე საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელები გამოავლინა. ქართველი გულშემატკივრისთვის კი განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ ავტორიტეტული გამოცემი რჩეულთა შორის, მოწინავე პოზიციებზე გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მოხვდნენ.

ყველაზე მეტი სათამაშო დრო

  1. გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია") - 3420 წუთი
  2. მარკ გუეჰი ("კრისტალ პალასი") - 3330 წუთი
  3. ენტონი რუალი ("ტულუზა") - 3316 წუთი
  4. ბუკაიო საკა ("არსენალი) - 3195 წუთი
  5. მოისეს კაისედო ("ბრაიტონი") - 3141 წუთი
  6. ვალენტინ გენდრი ("ლეჩე") – 3103 წუთი
  7. ფოლარინ ბალოგუნი ("რეიმსი") – 3013 წუთი
  8. კასტელო ლუკება ("ლიონი") – 2986 წუთი
  9. მიკივან დე ვენი ("ვოლფსბურგი") – 2970 წუთი
  10. ბრენან ჯონსონი ("ნოტინგემი") – 2941 წუთი

გატანილი გოლები

  1. ერლინგ ჰოლანდი ("მანჩესტერ სიტი") – 36
  2. ფოლარინ ბალოგუნი ("რეიმსი") – 21
  3. ელი უაჰი ("მონპელიე") – 19
  4. გაბრიელ მარტინელი ("არსენალი") – 15
  5. ბუკაიო საკა ("არსენალი") – 14
  6. ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი") – 12
  7. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") – 12
  8. ნიკოლას ჯექსონი ("ვილიარეალი") – 12
  9. ტის დალინგა ("ტულუზა") – 12
  10. გაბრი ვეიგა ("სელტა") – 11

საგოლე გადაცემები

  1. ბუკაიო საკა ("არსენალი") – 11
  2. მაიკლ ოლისე ("კრისტალ პალასი") – 11
  3. ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი") – 10
  4. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") – 10
  5. ვინისიუსი ("რეალი") – 9
  6. ბრედლი ბარკოლა ("ლიონი") – 8
  7. დომინიკ შობოშლაი ("ლაიპციგი") – 8
  8. ერლინგ ჰოლანდი ("მანჩესტერ სიტი") – 8
  9. პატრიკ ვიმერი ("ვოლფსბურგი") – 8
  10. როდრიგო ("რეალი") – 8

წარმატებული დრიბლინგები

  1. ვინისიუს ჟუნიორი ("რეალი") – 112
  2. ჯერემი დოკუ ("რენი") – 96
  3. ლი კანგ-ინი ("მალიორკა") – 90
  4. ჯუდ ბელინგემი ("დორტმუნდი") – 86
  5. ჯერემი ფრიმპონგი ("ლევერკუზენი") – 85
  6. ნიკო უილიამსი ("ბილბაო") – 84
  7. როდრიგო ("რეალი") – 81
  8. რაიან ჩერკი ("ლიონი") – 79
  9. ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი") – 77
  10. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") – 75

შექმნილი შანსები

  1. ბუკაიო საკა ("არსენალი") – 75
  2. მაიკლ ოლისე ("კრისტალ პალასი" – 72
  3. დომინიკ შობოშლაი ("ლაიპციგი" – 71
  4. რაიან ჩერკი ("ლიონი") – 67
  5. ვინისიუს ჟუნიორი ("რეალი") – 64
  6. გაბრიელ მარტინელი ("არსენალი") – 59
  7. ლი კანგ-ინი ("მალიორკა") – 54
  8. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") – 54
  9. ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი") – 52
  10. ლაზარ სამარჯიჩი ("უდინეზე") – 48

სხვა სტატიები