Belive

"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ძლიერია" - დანი კარვახალი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" მარჯვენა ფლანგის მცველმა დანი კარვახალმა, რომელსაც უშუალოდ ხვიჩას წინააღმდეგ თამაში მოუწევს, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ძლიერია, მის წინააღმდეგ თამაშს კონცენტრირება სჭირდება. ნაპოლისთან კარგი დაცვა მომიწევს, რადგან ძალიან ძლიერი შემტევი გარემარბი ჰყავთ, ისეთი როგორიც კვარაა. თავს კარგად ვგრძნობ, თავდაჯერებული და ორიენტირებული ვარ მატჩზე.

-განაცხადა დანი კარვახალმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალის" მცველი რამდენჯერმე დაუპირისპირდა ხვიჩა კვარაცხელიას, ბოლო პერიოდში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლი" საკუთარ არენაზე 2:3 დამარცხდა. საქართველო ესპანეთის დაპირისპირებაშიც, რომელიც დიდი ანგარიშით 1:7 დასრულდა, სწორედ ამ შეხვედრაშიც კარვახალი მეურვეობდა ხვიჩას. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრა და 3:1 დამარცხდა, აღსანიშნავია, რომ ის ერთი გოლი სწორედ კვარამ გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, ,,რეალი'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს, მატჩი დღეს 00:00 საათზე არის დაგეგმილი.

4 ტურის შემდეგ ,,სამეფო გუნდი'' ჯგუფს 12 ქულით ლიდერობს, ნეაპოლელები კი 7 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები