Belive

"კვარას შანსი ექნება, მაგრამ ის უნდა შევზღუდოთ" - სასუოლოს მთავარი მწვრთნელი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, "სასუოლო" სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე მყოფ "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

"სასუოლოს", რომელიც უკანასკნელი 4 ტურის განმავლობაში არ დამარცხებულა ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. "პარტენოპეისთან" გასამართი მატჩის წინ, "სასუოლოს" მთავარმა მწვრთნელმა ალესიო დიონისიმ პრესკონფერენცია გამართა და მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.

დიონისის უყურადღებოდ არც ხვიჩა კვარაცხელია დარჩენია - იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კვარას შესაძლებლობები მრავლად ექნება, მაგრამ მისმა ფეხბურთელებმა ენერგიულად უნდა ითამაშონ.

"მოედნის ცენტრალურ ზონაში 2 ან 3 ფეხბურთელით ვითამაშებთ - ეს მატჩის დროს შექმნილ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვცდილობთ ნახევარდაცვა უფრო მოქნილი გავხადოთ. თუ ყველაფერს იდეალურად არ გავაკეთებთ "ნაპოლი" გადაწყობის დროს გამოგვიჭერს. ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ და ბევრი ვირბინოთ - კვარას ექნება შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ ის მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და არ დავუშვათ, რომ ის მცველის წინააღმდეგ მარტო დარჩეს. ნახევარდაცვამ იდეალურად უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ დაცვას ძალიან გაუჭირდება. ძნელია ყოველთვის კარგად იმოქმედო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ენერგიულ თამაშს ვითამაშებთ", - ალესიო დიონისი.

სხვა სტატიები