Belive

კვარაცხელია სერია A-ს კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სერია A-ს 25-ე ტურის შემდეგ "ინტერი" ისევ განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ სეზონის ამ მონაკვეთამდე ყველა იტალიურ კლუბზე მაღლა დგას და ამ გადმოსახედიდან, შეუძლებელი ჩანს ვინმე სკუდეტოს მოპოვებაში შეეცილოს. უკანასკნელ შეხვედრაში უმარტივესად გაანადგურა "სალერნიტანა" (4:0), მაშინ, როცა "იუვენტუსმა" ისევ დაკარგა ქულები და სტუმრად "ვერონას" ვერ მოუგო (2:2). ამრიგად, ინტერი იუვეს 9 ქულით უსწრებს და თანაც ერთი თამაში მარაგში აქვს.

აღნიშნული შედეგიდან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ sofascore-ის ტურის სიმბოლურში ფეხბურთელთა უმრავლესობა ინტერიდან მოხვდა, სიმონე ინძაგის გუნდიდან საუკეთესო 11-ეულში ადგილი 5-მა კაცმა დაიკავა. გუნდში ასევე მოხვდა ნაპოლის 2 ფეხბურთელი, თითო წარმომადგენელი კი ჰყავთ "მილანს", "ატალანტას", "კალიარისა" და "რომას".

იმის მიუხედავად, რომ ნაპოლიმ "ჯენოასთან" ქულები დაკარგა (1:1) და გუნდის თამაშიც არ იყო შთამბეჭდავი, კვარაცხელია მოედანზე საუკეთესო იყო და თუ ვინმე სახიფათოს ან ეფექტურს ქმნიდა - სწორედ ქართველი. ხვიჩა საუკეთესო ტურის საუკეთესო გუნდის მარცხენა შემტევად (8.3) შეფასებით დააყენეს. შეტევაში მასთან ერთად მისივე თანაგუნდელი ნგონგე და მილანიდან კრისტიან პულისიჩი მოხვდნენ. sofascore-მ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად რომას მეკარე, მილე სვილარი მიიჩნია, რომელმაც (9.3) შეფასება დაიმსახურა.

სხვა სტატიები