Belive

,,კვარადონა ნეაპოლში ბრწყინავს'' - რა გამოხმაურება მოჰყვა ხვიჩას თამაშს?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სასუოლოს” უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელის კიდევ ერთ შესანიშნავ მატჩს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

,,კვარადონა ამ სეზონში ნეაპოლში ბრწყინავს'' - წერს ავტორიტეტული ვებგვერდი Goal.com-ი



,,მოგესალმებით კვარალანდიაში'' - წერია სერია A-ს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.


,,ხვიჩა კვარაცხელიას 2 პასი და 1 გოლი დღევანდელ მატჩში.

6 გოლი და 5 ასისტი - სერია A-ში, 2 გოლი და 3 ასისტი - ჩემპიონთა ლიგაზე. შეგახსენებთ, რომ ,,ნაპოლიმ'' კვარა ,,დინამო ბათუმიდან'' 10 მილიონ ევროდ გაიფორმა,'' - ფაბრიციო რომანო.


,,ყველაზე მეტი გოლი ,,ნაპოლის'' შემადგენლობაში: ხვიჩა კვარაცხელია.

ყველაზე მეტი ასისტი ,,ნაპოლის'' შემადგენლობაში: ხვიჩა კვარაცხელია.

ეს ბავშვი განსაკუთრებულია,'' - Squawka

სხვა სტატიები