Belive

დე ლაურენტისი სუპერთასის არაბეთში ჩატარებაზე: ,,ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კიდევ რამდენიმე მილიონით მეტი იშოვოთ''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის’’ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, იტალიის სუპერთასის საუდის არაბეთში ჩატარების შესახებ ისაუბრა:

,,ხედავთ რა ხდება ისრაელში? ხვდებით, რომ ამ ტერიტორიაზე საჰაერო ბლოკადაა და 4 თვითმფრინავით 120 ღირებული ფეხბურთელი უნდა გადავიყვანოთ?

სულელები ხართ! და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კიდევ რამდენიმე მილიონით მეტი იშოვოთ. მოდით, მატჩები ოლიმპიკოზე ჩავატაროთ... რატომ უნდა წავიდეთ იქ? ბოიკოტს არ ვაპირებ, უბრალოდ, ვამბობ, რომ ვიფიქროთ ამაზე.’’ - აურელიო დე ლაურენტისი

იტალიის სუპერთასი 21 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით საუდის არაბეთში გაიმართება.

ნახევარფინალში ერთმანეთს ნაპოლი (სერია A-ს ჩემპიონი) - ფიორენტინა (კოპა იტალიას ფინალისტი) და ინტერი (კოპა იტალიას გამარჯვებული) - ლაციო (სერია A-ს მეორეადგილოსანი) შეხვდებიან.

სხვა სტატიები