"კვარადონა ევროპის უდიდეს სცენას ანათებს" - პსჟ ხვიჩაზე წერს
18 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ-ჟერმენი ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს, სადაც კვარასდმი არაერთი საქებარი სიტყვები წერია.
კვარადონას პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის 19 მატჩში უკვე 15 საგოლე მოქმედება აქვს - 9 გოლი, 6 საგოლე გადაცემა.
ის ყოველთვის იქ არის, რა მომენტშიც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება. მთავარ მატჩებში გოლები, მომენტების სანახაობრივი დასრულებები, საოცარი დარტყმები და ბრწყინვალე მომენტები, ის ევროპის უდიდეს სცენას ანათებს.
ყველაფერთან ერთად კვარა რიცხვებზე მეტია. ის მოედანზე მეომარია, ყოველთვის პრესინგს მიმართავს, დარბის და იბრძვის ყველა ბურთისთვის.
ის არის მოთამაშე, რომელსაც არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია - დრიბლინგი, სოლო სირბილი, გოლი, რომლის წინასწარმეტყველება ყველასთვის წარმოუდგენელია.
და მხოლოდ ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ის პარიზში ჩავიდა. ცოტა ხნის წინ მან თქვა, თუ რამდენად უყვარს პარიზი.
პარიზსაც უყვარხარ კვარა! - პარი სენ-ჟერმენის პოსტი
შეგახსენებთ, რომ 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ჩელსი 5:2 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია მატჩში მაშინ ჩაერთო როდესაც ანგარიში 2:2 იყო და მომდევნო სამივე გოლში მონაწილეობა მიიღო. მან ჯერ საგოლე გადაცემა გაუკეთა ვიტინიას, ხოლო შემდეგ დუბლი შეასრულა
პსჟ-სა და ჩელსის შორის საპასუხო შეხვედრა 17 მარტს, 23:55 საათზე გაიმართება.