Belive

"კვარა ტექნიკურია და ყოველთვის შეტევაზეა ორიენტირებული" - ფრანჩესკო ტოტი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, "ატალანტასა" და "რომას" დაპირისპირება შედგა. ბერგამოში გამართული პრინციპული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, DAZN-ის პირდაპირ ეთერში "რომასა" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა - ფრანჩესკო ტოტი ჩაერთო, რომელმაც სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. ფრანჩესკო ტოტიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შესახებაც გააკეთა კომენტარი.

"ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო აბსოლუტურად განსხვავებულები არიან - ლეაო ფიზიკურად ძლიერი და სწრაფია, კვარა ტექნიკურია და ის ყოველთვის მცველზე შეტევაზეა ორიენტირებული. რთულია იტალიაში ასეთი ფეხბურთელის პოვნა", - ფრანჩესკო ტოტი.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” უახლოეს მდევარ “ლაციოს” 17-ქულიანი სხვაობით უსწრებს და იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ტურში გაიმარჯვებს, ხოლო “ლაციო” ქულებს დაკარგავს (რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია) ნეაპოლიტანელები სკუდეტოს ნანატრ ტიტულს დაეუფლებიან.

"ნაპოლის" საჩემპიონო სვლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც სადებიუტო სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები