"კვარა ნეაპოლში ჩავიდა და მათ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა" - კრისტიან ძაკარდო
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ამჟამად მენეჯერი და სკაუტია Sky Sports-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
44 წლის ვეტერანმა ქართველი ფეხბურთელის ნეაპოლში ჩასვლის ამბები გაიხსენა.
ხვიჩა კვარაცხელია 2020 წელს აღმოვაჩინე. რამდენიმე ქართველი მეგობარი მყავს, რომლებმაც ჩემთან საუბრისას რამდენიმე ფეხბურთელის სახელი ახსენეს, 5 ან 6, რომელთაგანაც ერთ-ერთი კვარა იყო, ის მაშინ უკვე ფენომენალური იყო, მას საოცარი თვისებები ჰქონდა.
ხვიჩა კვარაცხელიაზე გარკვეული ტიპის ინფორმაციები მოვიძიე, შემდეგ კი 2021 წლის თებერვალში მოსკოვში მის აგენტთან შესახვედრად წავედი, თავად მოთამაშესაც შევხვდი და სწორედ ამის შემდეგ ვურჩიე ნაპოლის და მოლაპარაკებებიც დაიწყო.
ფეხბურთელი ნეაპოლში ჩავიდა და მათ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, იტალიური გუნდის წყალობით ის შესანისნავი ფეხბურთელი გახდა და ახლა პსჟ-ში ასპარეზობს. ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით უზარმაზარი მოგება მიიღო, ფეხბურთელმა კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამიტომ ყველა ბედნიერია. - კრისტიან ძაკარდო
Zaccardo a Sky Calcio Unplugged: "Kvara fenomenale già nel 2020. E suo fratello…". VIDEO#SkySport https://t.co/TViJkaBj29
— skysport (@SkySport) March 20, 2026