Belive

კურტუას შემდეგ ედერ მილიტაოც - რეალის მცველმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, ედერ მილიტაომ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და შესაძლოა მთელი სეზონის გამოტოვება მოუწიოს.

"რეალისთვის" სამწუხარო ფაქტი ესპანეთის ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში მოხდა, რომელშიც დედაქალაქურმა კლუბმა ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ სტუმრად - 2:0 იმარჯვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ე წუთზე, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მოედანი აცრემლებულმა დატოვა. როგორც მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, 25 წლის ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და შესაძლოა მოედანზე მხოლოდ ახლახანს დაწყებული სეზონის ბოლოს დაბრუნდეს. ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდება და რეაბილიტაციისთვის სულ მცირე 6 თვე დასჭირდება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ტრავმა სულ ცოტა ხნის წინ გუნდის მეკარემ, ტიბო კურტუამაც მიიღო, რომლის მოედანზე დაბრუნების დროც ასევე 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდს მოიაზრებს.

სხვა სტატიები