Belive

კოულ პალმერი: "საერთოდ არ სჭირდება მას ოქროს ბურთი - ის მსოფლიოს საუკეთესოა"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ჩელსისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევმა - კოულ პალმერმა, 2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების შესახებ ისაუბრა და მისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა.

"აი ეს არის ის თემა, რაზეც ბევრი საუბარი საერთოდ არ არის საჭირო - ვფიქრობ ლამინე იამალი დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და საერთოდ არ მაინტერესებს ამაზე სხვა ადამიანების აზრი.

ძალიან მიყვარს მისი თამაშები, ვცდილობ, რომ არცერთი არ გამოვტოვო, რადგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ - ის არანორმალურია.

ვფიქრობ, რომ მას საერთოდ არ სჭირდება ოქროს ბურთი იმის დასამტკიცებლად, რომ მსოფლიოს საუკეთესოა." - კოულ პალმერი

შეგახსენებთ, რომ კოულ პალმერი ჩელსიში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მან 43 თამაშში 15 გოლის გატანა და 10 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები