კონსეისაუ: "არ გვაქვს ვალდებულება, რომ ბურთი მუდმივად რონალდუს მივცეთ"
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა - ფრანსიშკუ კონსეისაუმ, კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ მოედანზე გუნდური ინტერესები პირველ ადგილზე დგას და თანაგუნდელებს რონალდუსთვის პასის მიცემის ვალდებულება არ აქვთ.
"ჩემთვის, გოლების გატანის ალღოსა და ხარისხის მხრივ, კრიშტიანუსნაირი ფეხბურთელი უბრალოდ არ არსებობს.
მაგრამ, ჩვენ არ გვაქვს იმის ვალდებულება ან აუცილებლობა, რომ ბურთი მაინცდამაინც მას გადავცეთ... მე პასს ყოველთვის იმას ვაძლევ, ვინც უკეთეს, მეურვეობისგან თავისუფალ პოზიციაშია.
კრიშტიანუ აქ იმისთვისაა, რომ გუნდს დაეხმაროს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში“. - ფრანსიშკუ კონსეისაუ
🚨🗣️ Francisco Conceicao on the noise around Cristiano Ronaldo:
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) June 21, 2026
"For me, there is no player like Cristiano when it comes to his quality of scoring goals in that regard."
"But look, we don't have the OBLIGATION to pass him the ball or the need to... I just pass the ball to… pic.twitter.com/Lchq4zOesu
ამ კომენტარის შემდეგ, ფრანსიშკუ კონსეისაუ კრიშტიანუ რონალდუს ფანების მორიგი სამიზნე გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარების ნამდვილი ტალღა დაატყდა თავს, რაც ნაკრებში შექმნილ აჟიოტაჟზე მისმა გულახდილმა კომენტარმა გამოიწვია.
პორტუგალიელის ბოლო ინსტაგრამ პოსტზე კომენტარების რაოდენობამ უკვე 9 000-ს გადააჭარბა, სადაც რონალდუს გაბრაზებული ფანები ახალგაზრდა თავდამსხმელს კრიტიკისა და ლანძღვის ქარცეცხლში ატარებენ.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე მეორე მატჩს 23 ივნისს, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.