Belive

კონკურენციის მიუხედავად ბრედლი ბარკოლა პსჟ-ში რჩება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრედლი ბარკოლა პსჟ-ში დარჩება, იმის მიუხედავად, რომ ის გუნდში დიდ კონკურენციას გრძნობს დეზირე დუეს და ხვიჩა კვარაცხელიას მხრიდან, გუნდს მისი შენარჩუნება სურს, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Equipe აქვეყნებს.

ბარკოლას ტრანსფერით ჩელსი, არსენალი და ბაიერნი ინტერესდებოდნენ, მაგრამ პარიზულმა გუნდმა ყველა მათგანი უარით გაისტუმრა, ამიტომ დიდია შანსი, რომ 22 წლის ფეხბურთელმა ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

მიუნხენის ბაიერნი ფლორიან ვირცის ტრანსფერით იყო დაინტერესებული, მაგრამ გერმანელმა ფეხბურთელმა ლივერპულში გადასვლა არჩია და მიუნხენელებმა არჩევანი საბოლოოდ ბარკოლაზე შეაჩერეს.

ბრედლი ბარკოლამ გასულ სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით 58 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი, 19 საგოლე გადაცემა მიითვალა. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან 2 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 1 ასისტის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები