კოლინამ მუნდიალის ფინალის მთავარი მსაჯი დაასახელა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ოფიციალურად წარადგინა რეფერი, რომელიც მუნდიალის უმთავრეს შეხვედრას განსჯის.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსაჯთა ბრიგადა უკვე ცნობილია. ფიფას გადაწყვეტილებით, ესპანეთისა და არგენტინის საფეხბურთო გრანდების დაპირისპირებას, სადაც მსოფლიოს უმთავრესი ტიტული გათამაშდება, სლოვენიელი არბიტრი - სლავკო ვინჩიჩი გაუძღვება. იგი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და სანდო მსაჯად ითვლება.
მატჩი კვირას, ნიუ-ჯერსის ლეგენდარულ „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართება. ვინჩიჩს ასისტენტობას მისი თანამემამულეები - ტომაჟ კლანჩნიკი და ანდრაჟ კოვაჩიჩი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის მოვალეობას იორდანიელი ადჰამ მახადმეჰი შეასრულებს.
მუნდიალის ფინალი, ვინჩიჩისთვის, მიმდინარე ტურნირზე, მეოთხე თამაში იქნება. სლოვენიელმა არბიტრმა უკვე იმსაჯა ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ბრაზილია/მაროკოსა და იორდანია/ალჟირს შორის, ისევე როგორც 1/16-ფინალური დაპირისპირება მექსიკასა და ეკვადორს შორის.
სწორედ ამ უკანასკნელმა მატჩმა მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება: ვინჩიჩმა მოედნიდან გააძევა ეკვადორელი მცველი პიერო ინკაპიე (პირზე ხელის აფარების გამო).
46 წლის რეფერი უძღვებოდა 2024 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს მადრიდის რეალსა და დორტმუნდის ბორუსიას შორის, რომელიც ლეგენდარულ „უემბლიზე“ გაიმართა.