"3 პასი და ლეო ვიპოვოთ" - მარტინესის თხოვნა შესვენებაზე
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, შესვენებაზე, ესპანეთთან სერიოზული წნეხის ქვეშ მოქცეულმა ლიონელ მესიმ და ემილიანო მარტინესმა, „მეტლაიფ სტადიუმის“ გვირაბში, თანაგუნდელების მობილიზება სცადეს, თუმცა მათი ემოციური სიტყვა დამარცხების თავიდან ასაცილებლად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.
მათმა გულწრფელმა მოწოდებამ შედეგი ვერ გამოიღო. პირველი ტაიმი, ნულოვანი ფრეს მიუხედავად, საკმაოდ მძიმე გამოვიდა, არგენტინის ლიდერებმა გასახდელში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეს. ტელეკომპანია ESPN-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია ორივე ფეხბურთელის მიმართვა - მეორე ტაიმის წინ.
მოდით, გულით ვითამაშოთ, ბიჭებო! გულით ითამაშეთ, წინ წადით და არა უკან! ჩვენ მათზე მეტად გვწყურია გამარჯვება. უკან მხოლოდ ლაჩრები თამაშობენ! მიდი, სამი პასი და ლეოს ვპოულობთ. დაცვიდანვე ვიწყებთ თამაშს. მიდი, ისე მწვავედ ვუტევთ, როგორც არასდროს. ვიგებთ! ვიგებთ! ვიგებთ! - გვესმის ემილიანო მარტინესის ხმა
🚨🇦🇷🇪🇸 | El Dibu Martínez hizo una durísima arenga a sus compañeros en el entretiempo de la final, después de que Argentina no pateara al arco durante la primera mitad.
— La Derecha Diario (@laderechadiario) July 20, 2026
“HACIA ADELANTE. PARA ATRÁS JUEGAN LOS CAGONES. VAMOS PARA ADELANTE. VAMOS A GANAR”.
“Personalidad, gente,… pic.twitter.com/p0Fe7lPpAn
„მიდი, ბიჭებო! ხასიათი აჩვენეთ, ბიჭებო, ხასიათი! ეს ყოველთვის გვქონდა და ახლაც გამოვაჩენთ, ხომ ასეა?! ხასიათი გვჭირდება სათამაშოდ, ჰოდა, ვითამაშოთ!“ - შედარებით მშვიდად, თუმცა მკაფოდ მიმართა თანაგუნდელებს მესიმ.
ეს თავშეკავებულობა და ჩრდილში ყოფნა მესის მოედანზეც გაჰყვა. რვაგზის "ოქროს ბურთის“ მფლობელმა შეხვედრა ლანდივით ჩაატარა. მთელი მატჩის განმავლობაში იგი ბურთს სულ 54-ჯერ შეეხო, რაც 16-ით ნაკლებია გუნდის მეკარის, ემილიანო მარტინესის მაჩვენებელზე.