"კლუბის ბრალი არ არის, ეს მფლობელებმა ჩაიდინეს!“ - ჯეიმი კარაგერი სიტიზე
ჯეიმი კარაგერმა მანჩესტერ სიტის გარშემო არსებულ სკანდალზე ისაუბრა და კლუბის არაბი მფლობელები მკაცრად გააკრიტიკა. ლივერპულის ყოფილი მცველის თქმით, შეიხებმა კლუბი მხოლოდ საკუთარი რეპუტაციისთვის იყიდეს და სანამ ისინი სათავეში იქნებიან, სიტი ამ პრობლემისგან ვერასდროს გათავისუფლდება.
ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გააგრძელონ მფლობელებმა მუშაობა. სანამ ეს მფლობელები იქნებიან, კლუბს პრობლემა ყოველთვის ექნება. ჩემთვის ეს მანჩესტერ სიტის, როგორც კლუბის, პრობლემა არ არის. ეს მფლობელების ბრალია. მფლობელები არიან ისინი, ვინც მანჩესტერ სიტის ეს დამართეს. სანამ ეს მფლობელები აქ არიან, ეს ლაქა არასდროს ჩამოირეცხება. მიზეზი, რის გამოც ამ ბიჭებმა სიტი იყიდეს, PR იყო და არა ფულის შოვნა. ეს იყო სპორტით რეპუტაციის ჩამოწმენდის მცდელობა. ახლა კი ეს ყველაფერი წყალში ჩაეყარათ. - ჯეიმი კარაგერი
🚨 Jamie Carragher says the focus should be on Manchester City’s OWNERS rather than the club itself, insisting the controversy will never truly disappear while they remain in charge. 🔵
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) October 1, 2026
🗣️ Carragher: “I don't see how the owners can continue. I just think the stain of this, how… pic.twitter.com/gR7YWCXhCW
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, პროცესი დასრულებული არ არის. სანქციების საკითხი ცალკე, დახურულ მოსმენებზე განიხილება, ხოლო საბოლოო და აპელაციის შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.