კლუბი, რომელიც ათი წლის წინ საერთოდ არ არსებობდა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
გუშინ, ფეხბურთის ისტორიაში, კიდევ ერთი ახალი და განსაკუთრებული თავი დაიწერა. ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონში, ის გუნდი ითამაშებს, რომელიც ათი წლის წინ საერთოდ არ არსებობდა. აზერბაიჯანულმა საბაჰმა, რომელიც 2017 წელს დაარსდა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში, ისრაელის ჰაპოელ ბეერ-შევა დაამარცხა. პირველ მატჩში, აზერბაიჯანულმა კლუბმა, სტუმრად, 1:2 დათმო.
საპასუხო მატჩში, ბოლო წუთებზე, ანგარიში 2:2 იყო. ამ ანგარიშზე, ჩემპიონთა ლიგის საგზურს, ებრაული კლუბი ინაღდებდა. თუმცა შეხვედრის ბოლო წუთზე, საკუთარი გუნდი თელურ მუტალიმოვმა დააწინაურა, რის შემდეგაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიში გათანაბრდა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც აზერბაიჯანულმა კლუბმა მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა და საბოლოოდ, საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მონაწილე გახდა.
საბაჰმა, არსებობის პირველივე სეზონში, აზერბაიჯანის მეორე დივიზინიონში, მეხუთე ადგილი დაიკავა. ცხრა წლის შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების საბოლოო სია დღეს საღამოს გახდება ცნობილი. დღეს, ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს ლიონი და ფენერბახჩე დაუპირისპირდებიან.
Sabah are seconds away from elimination ❌
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) August 26, 2026
Until... 😱#UCL pic.twitter.com/3MgigNv0u4