Belive

კიტემ შტურმს კვლავ მოაგებინა - ქართველი ფეხბურთელის შეფასება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში, ლინცისა და შტურმის დაპირისპირება შედგა - უხვგოლიანი მატჩი, მასპინძლების მარცხით 3:4 დასრულდა.

შტურმის გამარჯვებაში ლომის წილი ოთარ კიტეიშვილმა დაიდო, რომელმაც თავი გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კიტემ შეუცვლელად ითამაშა, ბურთს 70-ჯერ შეეხო და პასების 88%-იანი სიზუსტე დააფიქსირა.

შტურმის ქართველი ლიდერის თამაში Flashscore-მ 8.1 ქულით შეაფასა. Sofascore-მ კიტეს 8.3, ხოლო Whoscored-მა 8.4 ქულა დაუწერა.

შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგას დამაჯერებლად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 26 ოქტომბერს, ვოლფსბერგერის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები