ქართველებს ევროტურნირებზე ცუდი საღამო ჰქონდათ
ევროტურნირების (ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა) მომდევნო სათამაშო დღეს ქართველების გუნდებმაც იასპარეზეს. ევროპა ლიგის მე-6 ტურში შტურმმა ცრვენა ზვეზდა მიიღო და 0:1 დამარცხდა. კონფერენს ლიგაზე (მე-5 ტური) ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვამ საკუთარ მოედანზე წააგო პრაღის სპარტასთან (1:2), ხოლო გურამ კაშიას სლოვანი სტუმრად დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიურ შკედიასთან (2:0).
ოთარ კიტეიშვილმა, შტურმის შემადგენლობაში, შეუცვლელად ითამაშა. გრაცულმა კლუბმა გოლი 55-ე წუთზე გაუშვა. ქართველმა ნახევარმცველის შეფასება 6.6 ქულა იყო. შტურმი ევროპა ლიგის ცხრილის 28-ე ადგილზეა. კლუბს მხოლოდ 1 გამარჯვება, 1 ფრე და 4 მარცხი აქვს.
Wir müssen die erste Heimniederlage in der @EuropaLeague hinnehmen. #sturmgraz #UEL #STUCZV
— SK Sturm Graz (@SKSturm) December 11, 2025
____________
STU 0:1 CZV |⏱️90+7' pic.twitter.com/AGi6t2cdLR
სპარტას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში იყო ანზორ მექვაბიშვილი. კრაიოვა 89-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა (1:2). სამწუხაროდ, პირველ ტაიმში მექვაბიშვილმა პენალტი გააფუჭა, მწვრთნელმა ქართველი 57-ე წუთზე შეცვალა. მექვაბიშვილმა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო (5.5 ქულა). 5 ტურის შემდეგ, კრაიოვა კონფერენს ლიგის 22-ე ადგილზეა, რუმინულმა კლუბმა 2 შეხვედრა მოიგო, 2 წააგო, ერთი კი ფრედ ითამაშა.
კონფერენს ლიგაზე მეოთხე მატჩი წააგო ბრატისლავის სლოვანმა. გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო და ჩვენი ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 72 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ საკუთარ გუნდში, ქართველს, უმაღლესი შეფასება ჰქონდა (7.6 ქულა). სლოვანს ამ ტურნირზე ერთადერთი გამარჯვება (რაიო ვალეკანოსთან) აქვს, წინა ტურში ესპანელებს კაშიამაც გაუტანა. სლოვაკური კლუბი, 3 ქულით, 32-ე ადგილზეა, კლუბი კი, ვისთანაც სლოვანი დამარცხდა (შკენდია), საუკეთესო 24 გუნდში შედის.