კილიან მბაპე: "უნდა ვიმუშაოთ და მეტი გავაკეთოთ"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპე, მადრიდული დერბის შემდეგ, ესპანურ გამოცემა AS-თან ინტერვიუში, რამდენიმე საკითხს შეეხო. ფრანგმა ფეხბურთელმა, დერბი შეაფასა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მსაჯების გარშემო არსებულ დიდ დაპირისპირებაზე და იმაზე, შეეზღუდა თუ არა რეალს, დერბიში, თანაბარ პირობებში ბრძოლის შესაძლებლობა. თუმცა, ფრანგი მიიჩნევს, რომ ახლა, გუნდმა, წინ უნდა გაიხედოს და მდგომარეობის გამოსასწორებლად მეტი გააკეთოს.
ძალიან გვინდოდა მოგება. საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა, მაგრამ წინასწარვე ვიცოდით, როგორი შეხვედრაც გველოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, გუნდმა, გამარჯვებისთვის, ყველაფერი გაიღო. ახლა კი, აუცილებელია, რომ სწორ გზაზე დავდგეთ და სვლა წარმატებით გავაგრძელოთ.
რაც შეეხება მსაჯის საკითხს, არ ვიფქრობ, რომ იმ ფეხბურთელთა რიცხვს მივეკუთვნებოდე, რომლებიც მსაჯებზე ბევრს საუბრობდნენ. ამ საკითხზე, ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ მათ ჩემთვის დავიტოვებ. მსაჯიც ადამიანია და შეცდომებს უშვებს. ამ თამაშშიც იყო შეცდომები, მაგრამ ამ თემაში შესვლას არ ვაპირებ.
ერთადერთი რასაც ვფიქრობ, ის არის, რომ უნდა ვიმუშაოთ და რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ. სხვებს შეუძლიათ ისაუბრონ, მაგრამ ჩვენ მთავარ მიზანზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი, რათა რეალს კვლავ დავუბრუნოთ ენთუზიაზმი და გუნდს ტიტულები მოვუტანოთ. - კილიან მბაპე
🗣️ MBAPPÉ: “NUNCA HE HABLADO DE ÁRBITROS Y NO LO VOY A HACER AHORA”
— Diario AS (@diarioas) September 21, 2026
“Hay que seguir en el buen camino para lograr títulos para el Real Madrid”@jfelixdiaz pic.twitter.com/E5wCcOI5xt