Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება აიაქსის წინააღმდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 1:6 გაანადგურა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე გადაცემითა და გატანილი სადებიუტო გოლით გამოიჩინა თავი.

Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 8.7 ქულით შეაფასა. ამ შეფასებით ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე საუკეთესო მოთამაშე იყო. მასზე მაღალი შეფასება კი მხოლოდ რასპადორიმ მიიღო, რომელიც 9.46 ქულით შეფასდა.

სამი ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში, "ნაპოლი" პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს 6 ქულით "ლივერპული" იკავებს, მესამე ადგილზე კი 3 ქულით "აიაქსია".

სხვა სტატიები