Belive

ჰანსი ფლიკი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

60 წლის გერმანელ მწვრთნელს - ჰანსი ფლიკს, ბარსელონაში ჩატარებული პირველი და დიდებული სეზონი დაუფასდა და იგი 2024/2025 წლების ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

ჰანსი ფლიკის მეთაურობით ბარსელონამ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველა ესპანური ტიტულის მოგება შეძლო.

კატალონიელებმა, ლა ლიგაში 38 ჩატარებულ ტურში, 28-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ ფრედ ითამაშეს, ხოლო 6-ჯერ დამარცხდნენ, საბოლოოდ სეზონი 88 მოგროვებული ქულითა და ჩემპიონობით დაასრულეს.

სხვა სტატიები