Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ატალანტასთან მატჩში

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩში, პარი სენ-ჟერმენი ატალანტას დაუპირისპირდა და 4:0 გაიმარჯვა.

პარიზული გრანდის ქართველმა ვარსკვლავმა, მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. კვარა მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა და ეფექტური გოლიც გაიტანა.

გატანილ გოლთან ერთად, კვარაცხელია ბურთს 82-ჯერ შეეხო, 67-დან 58 ზუსტი პასი შეასრულა, 3 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 7-დან 6 დუელი მოიგო. ხვიჩა კვარაცხელიას თამაში რეიტინგებისა და სტატისტიკების მწარმოებელმა ავტორიტეტულმა ვებგვერდებმა შემდეგნაირად შეაფასეს:

Sofascore: 8.5

Whoscored: 8.9

Flashscore: 8.5

სხვა სტატიები