Belive

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევრო გახდა!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა უკვე 60 მილიონ ევროს შეადგენს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სატრანსფერო და სტატისტიკური პლატფორმის, Transfermarkt-ის განახლებული ვერსიით, მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ღირებულება უკვე 6 ათეულ მილიონს ითვლის.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მოგროვებული.

სხვა სტატიები