უნგრეთის მწვრთნელი: "ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ შეტევაში მეტი სითამამე მინდა"
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა. მასპინძლებმა ჩვენი კარის მიმართულებით 27-ჯერ დაარტყეს და დიდ უპირატესობას ფლობდნენ - მათი იტალიელი მწვრთნელი, მარკო როსი, კმაყოფილი იყო პირველი 3 ქულის აღებით, თუმცა მომენტების შექმნის ფაზაში მომატებას ითხოვს.
კარგი მატჩი ჩავატარეთ. ორივე ტაიმის ბოლო 10 წუთში ასეთი მაღალი კლასის მეტოქესთან გამკლავება გაგვიჭირდა.
უზომოდ მადლიერი ვარ გულშემატკივრების, რომლებიც ბოლომდე ჩვენ გვერდით იყვნენ.
მთელმა გუნდმა თავდადებულად და საიმედოდ იმუშავა დაცვაში: ვინარჩუნებდით მაქსიმალურ კონცენტრაციას, ეფექტურად ვკეტავდით სივრცეებს და ზუსტად ვაკონტროლებდით დისტანციას მოთამაშეებს შორის. ამ თვალსაზრისით ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, თუმცა მეტოქის კართან უფრო მეტი სითამამე და გადამწყვეტი მოქმედებები გვმართებს.
შეტევაში საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. გუნდში ბევრი ახალწვეულია, რომელთაც ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ, ეროვნულ ნაკრებში თამაში კი უზარმაზარ პასუხისმგებლობასა და ემოციურ წნეხთან არის დაკავშირებული. - განაცხადა მარკო როსიმ
ჩვენს ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას სტუმრად მოუგო (0:3), ასე რომ, პირველ ადგილს ჩრდილოეთ ირლანდილები იკავებენ 7 ქულით, მეორესა და მესამეზე უკრაინა და უნგეთია (4-4 ქულით), ხოლო ბოლოადგილოსან საქართველოს 1 ქულა აქვს.