Belive

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ატალანტას კარში სერია A-ს სეზონის საუკეთესოდ დასახელდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ბერგამოს "ატალანტას" კარში გატანილი გოლი 2022/23 წლების სეზონის იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესოდ დასახელდა.

22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა აღნიშნული გოლი 2023 წლის 11 მარტს 26-ე ტურის ეგიდით გაიტანა, როცა მარტოდმარტო 8 მეტოქის წინაშე დარჩენილმა მეტოქის კარის აღება შესანიშნავი ცრუმოძრაობების შემდეგ ზუსტი დარტყმით შეძლო.

https://www.belive.ge/fexburti/khvicha-kvaratskhelias-saotsari-goli-atalantas-tsinaaghmdeg-video/

2022/23 წლების სეზონში, 22 წლის ქართველმა ნაპოლის” შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები