Belive

კვარამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის უნიკალური რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, “აინტრახტისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ფრანკფურტში, “Deutsche Bank Park”-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 0:2 დასრულდა.

მთელი მატჩის განმავლობაში “ნაპოლი” უპირატესობას ფლობდა – სპალეტის შეგირდებმა შექმნილი უპირატესობა გატანილ გოლებად აქციეს და მეტოქის კარი ორჯერ აიღეს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო, მაგრამ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კვარაცხელიას მიერ დი ლორენცოსათვის ქუსლით შესრულებულ საგოლე გადაცემას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 2 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. კვარაცხელიას ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 6 საგოლე კონტრიბუცია აქვს, რითიც ჩემპიონთა ლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა.

Opta-ს მტკიცებით, კვარაცხელია არის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც მინიმუმ 5 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სხვა სტატიები