Belive

ხვიჩა კვარაცხელია Whoscored ის ვერსიით კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის მატჩში "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კვარამ "რომას" წინააღმდეგ პენალტიც გამოიმუშავა, რომელიც შემდეგ ოსიმენმა ზუსტად შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელი Whoscored-მა ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა, კვარას გარდა ნეაპოლური გუნდიდან საუკეთესო თერთმეტეულშია ვიქტორ ოსიმენიც, სრულად სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება:

მეკარე: მარკო სპორტიელო

მცველები: იოჰან ვასკესი, მალიქ თიავი, სიმონე რომანიოლი

ნახევარმცველები: ნადირ ზორტეა, მორტენ ფრენდრუპი, ანტონინ ბარაკი, რიკარდო სოტილი

თავდამსხმელები: ნიკო გონსალესი, ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია

სხვა სტატიები