ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე ცნობილია - პსჟ ინფორმაციას ავრცელებს
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში პარი სენ-ჟერმენი ნიუკასლს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მე-8 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ვიტინიამ გოლი გაიტანა, მე-20 წუთზე კი ტრავმა მიიღო და მოედნიდან გავიდა.
პარი სენ-ჟერმენმა უახლესი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რაც კვარას ტრავმას ეხება:
ნიუკასლთან მატჩის დროს მარჯვენა ტერფის დაჭიმულობის გამო, ხვიჩა კვარაცხელია 8-დან 10 დღემდე გამოტოვებს. -
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელი მომდევნო 2 შეხვედრას გამოტოვებს. კვარა ვერ ითამაშებს პირველ თებერვალს სტრასბურგთან, ხოლო 8 თებერვალს მარსელის წინააღმდეგ.
Le point médical après la rencontre face à Newcastle.@Aspetar
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) January 29, 2026