"კვარაცხელიას შესაჩერებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს" - სემ ელერდაისი
ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებას 30 მაისს ეცდება. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალში პარიზული გრანდი ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება.
კვარა ფენომენალურ სეზონს ატარებს, რაზეც ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომელიც ქართველმა ვარსკვლავმა დააფიქსირა - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 10 გოლი და შესრულებული 6 საგოლე გადაცემა. გასაკვირი არაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოვლენების ეპიცენტრშია და სხვადასხვა ტაბლოიდებსა თუ პოდკასტებში, მუდამ მასზეა საუბარი... ერთ-ერთი უკანასკნელი 71 წლის სემ ელერდაისია, რომელმაც No Tippy Tappy Football პოდკასტში საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
ვფიქრობ, კვარაცხელია ერთ-ერთი გამორჩეულია. ის მსოფლიოს საუკეთესოთა შორის ტოპ 3-შია. ვნახე როგორც თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე და ნამდვილად არ მინდა იმ მცველის ადგილას ვიყო, რომელიც მის წინააღმდეგაა. გოლის გატანის გარდა, მას გოლების შექმნაც შეუძლია. თუ კვარაცხელია შენსკენ დაიძრა, მის შესაჩერებლად ერთადერთი გზა დაჯარიმებაა. - სემ ელერდაისი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, 20:00 საათზე, ბუდაპეშტში გაიმართება, სადაც პარი სენ-ჟერმენი ზედიზედ მეორე ტიტულის მოსაპოვებლად, არსენალის დამარცხებას შეეცდება.