"ხვიჩა კვარაცხელია შეუდარებელ ფორმაშია" - Yahoo Sports
პარი სენ-ჟერმენმა უშუალო კონკურენტი ლანსი დაამარცხა (2:0) და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეხუთედ დაუეფლა. ლანსის კარში გატანილი პირველი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელიც პარიზული გრანდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
Yahoo Sports-ი პარიზელთა წარმატებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია შეუდარებელ ფორმაშია. მედია საშუალების აზრით, სწორედ ქართველი ვარსკვლავის ბრწყინვალე თამაშის დამსახურებაა, რომ ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.
Khvicha Kvaratskhelia since the start of April:
— StatMuse FC (@statmusefc) May 13, 2026
10 G/A
7 goals
3 assists
In 9 matches. pic.twitter.com/Xsm2typFhf
ხვიჩა კვარაცხელია თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესოთა ვინგერთა სიის სათავეშია. ქართველი ვარსკვლავი მთავარი მიზეზია იმისა, რომ პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. - Yahoo Sports.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალი 30 მაისს, 20:00 საათზე, ბუდაპეშტში გაიმართება, სადაც პარი სენ-ჟერმენი ზედიზედ მეორე ტიტულის მოსაპოვებლად, არსენალის დამარცხებას შეეცდება.