Belive

კიეზასა და ენდოს გარეშე | ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგისთვის 25-კაციანი განაცხადი დაასახელა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის 25-კაციან განაცხადში ფედერიკო კიეზა და ვატარუ ენდო არ შეიყვანა.

იტალიელი მერსისაიდელთა ყოფილმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ტურნირის განაცხადს მიღმა გასულ სეზონშიც დატოვა, თუმცა სექტემბერში ჯოვანი ლეონის მიერ მუხლის მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ, სიაში მაინც დაამატა. კიეზა ამჟამად ტრავმირებულია და, სავარაუდოდ, ვარჯიშს ამ თვის ბოლოს, სანაკრებო პაუზის დროს დაუბრუნდება.

რაც შეეხება ენდოს, 33 წლის ნახევარმცველი პრემიერლიგის პირველ ორ ტურში ლივერპულის სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, განაცხადში მაინც ვერ მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანეს ჯოვანი ლეონი, კონორ ბრედლი და უგო ეკიტიკე. ისინი ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ ჯერ კიდევ აღდგენით პროცესს გადიან.

ლივერპულის 25-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

  • ალისონი, მამარდაშვილი, ვუდმენი, იაროში, გომესი, ვან დეიკი, ჟაკე, კერკეზი, ბრედლი, ლეონი, ციმიკასი, ფრიმპონგი, არაუხო, ჩემბერსი, მაბაია, ვირცი, სობოსლაი, მაკ ალისტერი, მუნიოსი, გრავენბერხი, მაკკონელი; ისაკი, გაკპო, ეკიტიკე, ბარკოლა.

მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, ენფილდზე, მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები